
წარმოგიდგენთ მისაღები გამოცდის გზამკვლევს, რათა წარმატებით გაიაროთ ტესტირება და გახდეთ 5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამის მონაწილე.
გამოცდის დასაწერად არ არის საჭირო TestGorilla-ს პლატფორმაზე ანგარიშის შექმნა.
ტესტირების დასაწყებად, ვებ-პორტალზე doit.gov.ge პირად კაბინეტში დააჭირეთ გამოცდას და გადადით შესაბამის ბმულზე.
აღჭურვილობა
გირჩევთ გამოიყენოთ ლეპტოპი ან კომპიუტერი, რათა უზრუნველყოთ თქვენი ტესტირება ხარვეზების გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ მობილური მოწყობილობიდანაც შესაძლებელია ტესტირების გავლა, ჩვენ არ ვუწევთ რეკომენდაციას. ეკრანის მცირე ზომას შეუძლია კითხვებზე პასუხის გაცემა ძალიან რთული და შრომატევადი გახადოს.
იმ შემთხვევაში, თუ სხვა მოწყობილობა არ გაქვთ და უნდა გამოიყენოთ თქვენი მობილური ტელეფონი, მაშინ დაგჭირდებათ ბრაუზერები, როგორებიცაა: Google Chrome, Safari ან Mozilla Firefox.
თუ გამოცდის მიმდინარეობისას თქვენს ლეპტოპს, კომპიუტერს ან ტელეფონს პრობლემა შეექმნა ან უბრალოდ სისტემის ხარვეზია, შეგიძლაით სხვა მოწყობილობიდან შეხვიდეთ ბმულზე და გააგრძელოთ გამოცდა. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად დროულად შეცვალოთ მოწყობილობა, რათა მიმდინარე კითხვებზე კვლავ შეძლოთ პასუხის გაცემა.
კამერა და მიკროფონი
კამერა და მიკროფონის ჩართვა ნებაყოფლობითია. გამოცდის დაწერას გამორთული კამერითა და მიკროფონითაც შეძლებთ.
ბრაუზერები
გირჩევთ, რომ ტესტირება დესკტოპ კომპიუტერის გამოყენებით გაიაროთ. რეკომენდებული ბრაუზერია Google Chrome, თუმცა ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ Mozilla Firefox ან Safari. განაახლეთ თქვენი ბრაუზერი უახლოეს ვერსიაზე, რათა დარწმუნდეთ, რომ ტესტირება ტექნიკური პრობლემების გარეშე ჩაივლის.
Google Chrome
გამოიყენეთ ვერსია 80 ან უფრო მაღალი. Chrome ჩვეულებრივ ავტომატურად ახლდება, მაგრამ გადამოწმება უმჯობესი იქნება.
Mozilla Firefox
გამოიყენეთ ნებისმიერი ვერსია 68-ის შემდეგ.
გაფრთხილება: TestGorilla-ს პლატფორმა არაა მხარდაჭერილი Internet Explorer-ის არცერთ ვერსიაში.
გამოცდის დაწყება
გამოცდის ლინკი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ doit.gov.ge პორტალზე. უნდა გადახვიდეთ პირად კაბინეტში და დააჭიროთ გამოცდას, სადაც გამოჩნდება ბმული, რომელიც გადაგიყვანთ TestGorilla-ს პლატფორმაზე და დაიწყებთ გამოცდის წერას. გამოცდა იქნება 1 საათიანი. პირად კაბინეტში ლინკი აისახება დილის 10:00 საათზე. დრო გექნებათ იმავე დღის 22:00 საათამდე. 22:00 საათზე გაქრება გამოცდის ბმული, თუნდაც უკვე დაწყებული გქონდეთ გამოცდა, ამიტომ გირჩევთ ტესტირება დაიწყოთ არაუგვიანეს 20:00 საათისა.
Cookies
გამოცდის ბმულის გახსნის შემდეგ, თქვენ უნდა დაეთანხმოთ ან უარყოთ ქუქიები.
ქუქიები TestGorilla-ს საშუალებას აძლევს გაგიწიოთ ტექნიკური მხარდაჭერა, თუ რაიმე შეფერხება იქნება პლატფორმაზე, ამიტომ ჩვენ გირჩევთ რომ დაეთანხმოთ კრიტიკულ ქუქიებს.
გაფრთხილება: TestGorilla ვერ შეძლებს ტექნიკურ მხარდაჭერას, თუ უარს იტყვით ქუქი-ფაილებზე.
სახელი, კონფიდენციალურობის პოლიტიკა, კომუნიკაციები
ქუქის მიღების ან უარყოფის შემდეგ, თქვენ უნდა დაეთანხმოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რათა გააგრძელოთ ტესტირება. თუ არ დაეთანხმებით, ვეღარ გააგრძელებთ.
საწყისი (Welcome) ეკრანი
საწყის ეკრანზე განმარტებული იქნება, თუ როგორ მუშაობს ტესტირება. მოცემული ინფორმაცია განსხვავდება თითოეული გამოცდისთვის. წარმოგიდგენთ სავარაუდო სიას:
1) მისასალმებელი შეტყობინება - სწრაფი მესიჯი, რომელიც მადლობას გიხდით და გიწვევთ ტესტირებისთვის.
2) ტესტების რაოდენობა და დასრულების სავარაუდო დრო
3) Protocoring - ყველა კანდიდატის მიმართ სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, TestGorilla თვალს ადენვებს დარჩებით თუ არა სრულეკრანიან რეჟიმში.
4) დამატებითი ინფორმაცია - სწრაფი მესიჯი, რომელიც რეკომენდაციას გაძლევთ კალმის, ქაღალდის ან სხვა დამატებითი რესურსების გამოყენების შესახებ.
რჩევა: მაქსიმალური კონცენტრაციისთვის გაუთიშეთ მობილურს შეტყობინებების ხმა და ეცადეთ იპოვოთ გარემო, სადაც ნაკლებად გაგეფანტებათ ყურადღება.
ტესტირება
თქვენი გამოცდა დაიწყება პირველი ტესტით, რომლის სახელიც გამოჩნდება ინსტრუქციასთან ერთად. თითოეული გამოცდა შედგენილია 5 განსხვავებული მოდულით, მოდულებს შორის გექნებათ რამდენიმეწამიანი შესვენება
დროისა და პროგრესის ზოლი
დარჩენილი დრო ნაჩვენებია ეკრანის ზედა ნაწილში. ასევე ნაჩვენებია კითხვების რაოდენობა საერთო რიცხვიდან, რომლებზეც პასუხი გაცემულია. პასუხის არჩევის შემდეგ დააჭირეთ "Next" ღილაკს, რათა გადახვიდეთ შემდეგ კითხვაზე
კითხვის გამოტოვება
თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ შეკითხვის გამოტოვება ღილაკზე "Next" დაჭერით პასუხის შეყვანის გარეშე.
თუ შეკითხვას გამოტოვებთ, მოგვიანებით ვერ დაბრუნდებით და ვეღარ უპასუხებთ კითხვას. შესაბამისად, გირჩევთ, არ გამოტოვოთ შეკითხვა და მაინც უპასუხოთ, რადგან არასწორ პასუხზე ქულა არ დაგაკლდებათ.
შეკითხვის შემთხვევით გამოტოვების თავიდან ასაცილებლად, გამოჩნდება შეტყობინება, რომელიც მოგთხოვთ დაადასტუროთ თქვენი არჩევანი.
გაფრთხილება: გამოტოვების შემდეგ, ვერ დაბრუნდებით და უპასუხებთ კითხვას. ჩვენ არ გირჩევთ კითხვების გამოტოვებას. გამოტოვებული კითხვები ითვლება არასწორ პასუხებად. თუ პასუხი არ იცით, უმჯობესია პასუხებიდან რომელიმე მაინც მიუთითოთ.
დასრულება
თქვენ გამოგიჩნდებათ შეტყობინება ტესტირების დასრულების შემდგომ.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
გამოცდის მიმდინარეობისას თუ დაფიქსირდა რაიმე ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია Testgorilla/GITA-ს მხრიდან, გამოიყენეთ Testgorilla Support—ს ლაივ ჩატი პრობლემის დასაფიქსირებლად. იმ შემთხვევაში თუ პრობლემა არ მოგვარდა, შეავსეთ საჩივრის ფორმა მითითებულ ბმულზე:
https://forms.office.com/e/tePDn8CQ6D
გთხოვთ, შეავსოთ ყველა ველი სრულყოფილად გამოცდის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 საათისა, სხვა შემთხვევაში არ მოხდება საჩივრის განხილვა.
გაითვალისწინეთ, იმისათვის, რომ მოხდეს თქვენი საჩივრის განხილვა, აუცილებელია ზემოთ აღნიშნული ყველა მითითების სრულად დაცვა.
შეგახსენებთ, რომ 5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამაში მონაწილეობისთვის უნდა ჩააბაროთ შესაბამისი გამოცდა, რომელიც შედგენილია საერთაშორისო კომპანია TestGorilla-ს მიერ და მოხვდეთ საუკეთესოებს შორის.
გაითვალისწინეთ , რომ თუ ორ კონკურსანტს ერთი და იგივე ქულა ექნება გამოცდაში, უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელმაც უფრო ადრე დაწერა გამოცდა.
გამოცდის შესასრულებლად ჯამში გეძლევათ 60 წუთი. სამივე მიმართულებისთვის (მართვა, დიზაინი და პროგრამირება) შედგენილია სპეციალური ტესტები, რომლებიც შედგება ხუთი მოდულისგან:
პროგრამირება:
კომპიუტერული უნარები;
რაოდენობრივი მსჯელობა;
არითმეტიკა;
კრიტიკული აზროვნება;
პრობლემის გადაჭრა;
მართვა:
ვერბალური მსჯელობა;
დროის მენეჯმენტი;
ლიდერობა და მენეჯმენტი;
კრიტიკული აზროვნება;
კომუნიკაცია;
დიზაინი:
კომპიუტერული ცოდნა;
ინსტრუქციების შესრულება;
დეტალებზე ორიენტირება (ტექსტუალური);
დეტალებზე ორიენტირება (ვიზუალური);
კრიტიკული აზროვნება;
თითოეულ მოდულში არის 12 კითხვა. თუ თქვენ არჩეული გაქვთ სამივე მიმართულების კურსი (მართვა, დიზაინი და პროგრამირება) მაშინ უნდა დაწეროთ სამივე გამოცდა. გამოტოვებულ კითხვებზე დაბრუნება კი შეუძლებელია, ამიტომ საჭიროა დროის სწორად განაწილება. გამოცდა ძირითადად უნარების ტიპისაა და ტესტებიც ქართულ ენაზე იქნება ნათარგმნი.
თუ ორ კონკურსანტს ერთი და იგივე ქულა ექნება, უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელმაც უფრო სწრაფად დაასრულა გამოცდა.
ხშირად დასმული კითხვები:
შემიძლია კიდევ ერთხელ ვცადო ტესტირება?
არა. თქვენი მოწვევის ბმული შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ ერთხელ.
რა ხდება დროის ამოწურვის შემთხვევაში?
თუ დრო ამოიწურება, თქვენი პროგრესი შეინახება და შემდეგი ტესტი/კითხვა დაიწყება. თუ ბოლო კითხვაზე ამოიწურება დრო, შეფასება მოინიშნება დასრულებულად და შედეგები გაეგზავნება GITA-ს.
ინტერნეტი გაითიშა, როდესაც ხელახლა დაუკავშირდა, ტესტი დასრულებული იყო.
ასეთ შემთხვევაში ტაიმერი აგრძელებს უკუთვლას. ეს არის ტესტის შედეგების მთლიანობის დაცვისთვის. ეს გავრცელდება ყველა კანდიდატზე, მაშინაც კი, თუ შეიქმნა ტექნიკური სირთულეები.
კითხვები ნელა იტვირთება ან ტესტი არ რეაგირებს.
ყველაზე ხშირად ეს არის ინტერნეტის პრობლემა. თუ თქვენი კავშირი ნელი ან არასტაბილურია, შეიძლება პრობლემები შეგექმნათ კითხვების ჩატვირთვისა და პასუხების შენახვისას. თქვენი შეფასების დაწყებამდე გირჩევთ ჩაატაროთ ინტერნეტის სიჩქარის ტესტი. რეკომენდებული მინიმუმებია:
ჩამოტვირთვის სიჩქარე: 1.5 Mbps
ატვირთვის სიჩქარე: 2 Mbps
ჩვენ არ გირჩევთ გამოიყენოთ საჯარო wifi კავშირები.
დავასრულე გამოცდა. შემდეგ რა ხდება?
თქვენი შეფასება მთავრდება შემდეგი სწრაფი შეტყობინებით:
"გამოცდა დასრულებულია!"
თქვენი პასუხები შენახულია. თქვენ არ მიიღებთ დამადასტურებელ ელ.წერილს თქვენი შეფასების დასრულებასთან დაკავშირებით.
შეხსენება მივიღე, მაგრამ გამოცდა უკვე შესრულებული მაქვს.
თქვენი შეფასება მთავრდება შემდეგი გზავნილით:
"გამოცდა დასრულებულია!"
ასევე შეიძლება იყოთ მიწვეული ერთზე მეტ გამოცდაზე, თუ არჩეული გაქვთ რამდენიმე მიმართულება.
როგორ შემიძლია ვნახო გამოცდის შედეგები?
შედეგები დაუყოვნებლივ არ იქნება თქვენთვის ხელმისაწვდომი, იგი გამოცდების პროცესის დასრულების შემდეგ გამოგეგზავნებათ.
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიებს ინგლისურ ენაზე:
- https://support.testgorilla.com/hc/en-us/articles/8628438950683-Tools-for-taking-an-assessment
- https://support.testgorilla.com/hc/en-us/articles/9027758023579-Step-by-step-guide-to-taking-your-assessment#h_01GFN89VFV41MG8SAJ7BKTC2PV
- https://support.testgorilla.com/hc/en-us/articles/9028804621467-FAQ-and-troubleshooting-for-candidates#h_01GG0CJQ06M7XPAHHEN6H02Y5T