ჩვენ შესახებ
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მისიაა ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირება, რომლისთვისაც საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას, მათ შორის პროექტს “Do IT in Georgia”.
პროექტი მიზნად ისახავს ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გზით, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, შექმნას მიმზიდველი გარემო ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის და გაზარდოს საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის პოტენციალი.
ამ მიზნით, USAID-ის ფინანსური მხარდაჭრით, შეიქმნა ერთიანი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა IT სასწავლო პროგრამებს, რათა ჩამოყალიბდეს ერთიანი სისტემა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც აქტიურად ცდილობენ ციფრულ სამყაროში ადაპტაციასა და მომავლის უნარების დაუფლება-გაუმჯობესებას.
პროექტის გრძელვადიანი მისიაა მაღალანაზღაურებადი სამუშაო ძალის შექმნა, დასაქმების მაჩვენებლის გაზრდა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა შრომის ბაზარზე. GITA-მ, სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით, უკვე წარმატებით გადაამზადა 10,000-მდე IT სპეციალისტი და აღნიშნული პროექტის მეშვეობით უახლოეს 5 წელიწადში დამატებით 15,000-მდე IT სპეციალისტის გადამზადება იქნება შესაძლებელი.