რა გადავამოწმოთ ჩამოსვლამდე: ციფრული მოხეტიალეებისთვის სია

დაგეგმე ყველაფერი წინასწარ, დოკუმენტები, საცხოვრებელი, ინტერნეტი, ტრანსპორტი და ფინანსები. 

საქართველოში ჩამოსვლამდე რამდენიმე დეტალის წინასწარ დაგეგმვა მნიშვნელოვნად გაგიადვილებს ადაპტაციას და თავიდან აგაცილებს ყოველდღიურ სტრესს. ქვემოთ მოცემულია მოკლე, მაგრამ პრაქტიკული ჩეკლისტი ციფრული მოხეტიალეებისთვის, რომლებიც საქართველოში ცხოვრებასა და მუშაობას გეგმავენ.

დოკუმენტები

გადაიმოწმე, რომ ყველა საჭირო საბუთი წესრიგში გაქვს:

სასურველია საბუთების ციფრული ასლები შეინახო Cloud-ზე ან საკუთარ ელფოსტაზე.

ვიზა

შეამოწმე, გეკუთვნის თუ არა 365-დღიანი უვიზო რეჟიმი. თუ არა, გადაამოწმე შესაბამისი ვიზის კატეგორია საქართველოს ოფიციალურ საკონსულო ვებგვერდზე („Do I Need a Visa?“ ინსტრუმენტი).

დღეების კალკულაცია

დაგეგმე შენი დარჩენის ხანგრძლივობა. თუ საქართველოში 183 დღეზე მეტს აპირებ დარჩენას, წინასწარ გადაამოწმე საგადასახადო რისკები და რეგულაციები. შექმენი მარტივი Google Sheet ან აპლიკაცია, სადაც დააფიქსირებ ყველა შემოსვლისა და გასვლის თარიღს.

საცხოვრებელი

პირველი 2–4 კვირისთვის დაჯავშნე მოქნილი საცხოვრებელი (Airbnb ან ჰოსტელი), შემდეგ კი მოიძიე გრძელვადიანი ვარიანტი.
გადამოწმე:

კავშირი

ჩამოსვლისთანავე შეიძინე eSIM ან სიმ ბარათი ერთ-ერთი ოპერატორისგან (Magti, Silknet, Cellfie). გქონდეს მობილური hotspot სამუშაოსთვის და გადაამოწმე, თუ სად არის ხელმისაწვდომი ფიქსირებული ინტერნეტი შენს მისამართზე.

Coworking Spaces

შეარჩიე რამდენიმე ალტერნატივა თბილისსა და სხვა ქალაქებში.

გადამოწმე:

ფინანსები

გაარკვიე, შეგიძლია თუ არა საბანკო ანგარიშის გახსნა უცხოელის სტატუსით და რა დოკუმენტებია საჭირო. გადახედე საკომისიოებსა და კურსებს, მოამზადე პირადი ბიუჯეტის ცხრილი, სადაც მიუთითებ ქირას, სამუშაო სივცის, ტრანსპორტისა და კვების ხარჯებს.

ჯანმრთელობა

შეარჩიე დაზღვევის გეგმა, რომელიც მოიცავს საქართველოში მომსახურებას. ჩაიწერე უახლოესი კლინიკები, აფთიაქები და საჭირო მედიკამენტების სია.

ტრანსპორტი

შეიძინე თბილისის ტრანსპორტის ბარათი ან ჩამოტვირთე ადგილობრივი ტაქსის აპები. თუ გეგმავ ხშირ მოგზაურობას რეგიონებში, გაეცანი მატარებლისა და ავტობუსის განრიგებს.

საზოგადოება და ეკოსისტემა

მოიძიე Slack, Telegram ან Facebook ჯგუფები, სადაც ციფრული მოხეტიალეები და ადგილობრივი IT საზოგადოება იკრიბება. დაესწარი პირველივე კვირაში შეხვედრებსა და ტექ ღონისძიებებს, ეს დაგეხმარება ახალ კონტაქტებსა და მეგობრებში. შეადგინე შენი პირველი კვირის გეგმა: ვის უნდა შეხვდე, სად და როდის.

Summary

თუ ამ პუნქტებს წინასწარ გადაამოწმებ, საქართველოში ჩამოსვლა და ცხოვრების დაწყება ბევრად მარტივი და სასიამოვნო გახდება. მთავარია, მოემზადო საბუთებით, ფინანსურად და ინფორმაციულად, დანარჩენს კი საქართველოს გარემო, სტუმართმოყვარეობა და კომფორტული ცხოვრების რიტმი თავად მოაგვარებს.