როგორ დააფუძნოთ IT კომპანია საქართველოში: სრული გზამკვლევი

გაეცანი საქართველოში IT კომპანიის დაფუძნების სრულ გზამკვლევს რეგისტრაციიდან ოპერაციული მზადყოფნამდე საქართველო დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ბიზნესმეგობრულ ქვეყანას რეგიონში, სადაც ტექნოლოგიური კომპანიების რეგისტრაცია მარტივია, პროცედურები გამჭვირვალე, ხოლო საგადასახადო გარემო მოქნილი.სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ სრულ პრაქტიკულ გზამკვლევს, რომელშიც განხილულია როგორ დააფუძნოთ IT კომპანია საქართველოში, რა დოკუმენტებია საჭირო და როგორ მოამზადოთ ინფრასტრუქტურა ოპერაციების დასაწყებად. I. რეგისტრაციის ეტაპი შესავალიკომპანიის დაფუძნების პროცესი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მარტივია მსოფლიოში, რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ ან იუსტიციის სახლის ფილიალში და საშუალოდ მხოლოდ 1 სამუშაო დღეს მოითხოვს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო მუდმივად შედის პირველ ოცეულში „Ease of Doing Business“ რეიტინგში, რაც ხაზს უსვამს ქვეყნის ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოსა და გამჭვირვალე რეგულაციებს. ნაბიჯი 1: აირჩიეთ იურიდიული ფორმა საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს 5 ტიპის ორგანიზაციულ ფორმას კომერციული იურიდიული პირებისთვის (სპს, კს, შპს, სს, კოოპ.) ამასთან, ყველაზე გავრცელებული ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს / LLC), რაც განპირობებულია ორგანიზაციული ფორმის მოქნილობით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეწარმეო კანონმდებლობა წარმოადგენს ევროკავშირის კომპანიათა კანონმდებლობის ტრანსპოზიციას, რაც განხორციელდა ევროკავშირთან ასოცირების 2014 წლის შეთანხმების ფარგლებში კანონმდებლობის დაახლოების პროცესის შედეგად. შპს-ს შემთხვევაში, ძირითადი მახასიათებლებია: ნაბიჯი 2: მოამზადეთ საჭირო დოკუმენტები სარეგისტრაციო მონაცემები: სადამფუძნებლო დოკუმენტები რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ პორტალზე my.gov.ge ან პირადად იუსტიციის სახლის სამეწამეო რეესტრში. სტანდარტული ვადით -1 სამუშაო დღე, ხოლო დაჩქარებული მომსახურებით -იმავე დღეს. უნდა აღინიშნოს, რომ სადამფუძნებლო დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმება არ არის სავალდებულო, რადგან აღნიშნული დოკუმენტების დამოწმება შესაძლებელია უშუალოდ რეგისტრაციის დროს იუსტიციის სახლის სამეწარმეო რეესტრში. ამასთან, დამოწმება საერთოდ არაა საჭირო, თუ დოკუმენტზე ხელმოწერა შესრულებულია ელექტრონულად, “ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. შემდეგ, კომპანიამ უნდა გაიაროს რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურის პორტალზე-rs.ge. დაბეგვრის მოდელები IT ბიზნესებისთვის: სტანდარტული დაბეგვრის რეჟიმი: მოგების გადასახადის 15%-ინი განაკვეთი, მოქმედებს ე.წ. ესტონური მოდელი – იბეგრება მოგების განაწილება. სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი: ხელშემწყობი მექანიზმები: ამ სტატუსის მქონე კომპანიის მიერ წინა დინანსურ დაგროვილი წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემთხვევაში, მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა შესაძელებლია შემცირდეს მიერ იმავე ფინანსურ წელს კვლევისა და განვითარებისთვის (RnD) გაწეული ხარჯების სამმაგი ოდენობით, რითაც პროპორციულად შემცირდება მოგების გადასახდით ის მიერ გადასახდელი თანხა. ☑ RS.ge-ზე რეგისტრაცია (დასაქმებულთა რეგისტრაცია RS.ge სისტემაში)☑ სპეციალური დაბეგვრის შემთხვევაში – შესაბამისი სტატუსის მოპოვება☑ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის დანერგვა III. საბანკო ანგარიშის გახსნა კომპანიის რეგისტრაციის შემდეგ აუცილებელია საბანკო ანგარიშის გახსნა, რაც საქართველოში მარტივად ხდება და უცხოელი დამფუძნებლებისთვისაც ხელმისაწვდომია. საჭირო დოკუმენტები და მასალები: საშუალო გახსნის დრო: 1–3 სამუშაო დღეპოპულარული ბანკები: TBC Bank, Bank of Georgia, Liberty Bank, Credo IV. ოფისის ან სამუშაო სივრცის შერჩევა IT კომპანიებისთვის საქართველოში ხელმისაწვდომია როგორც ტრადიციული საოფისე ფართები, ისე თანამედროვე საერთო სამუშაო სივრცეები. პრემიუმ-დონის ოფისები განლაგებულია ქალაქის ცენტრალურ უბნებში, გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურით, ენერგოეფექტური სისტემებითა და სრული ადმინისტრაციული მომსახურებით. საშუალო დონის ოფისები ოპტიმალური გადაწყვეტილებაა მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის. ისინი უზრუნველყოფენ საჭირო ინფრასტრუქტურას უფრო ხელმისაწვდომ ფასად. საერთო სამუშაო სივრცეები მოქნილი პირობების გამო განსაკუთრებით პოპულარულია ტექნოლოგიურ სტარტაპებს შორის. V. საბოლოო ეტაპი, ოპერაციული მზადყოფნა რეგისტრაციისა და საბანკო ანგარიშის შემდეგ კომპანიამ უნდა უზრუნველყოს: მოკლე მიმოხილვა დაფუძნება: საგადასახადო: ☑ რეგისტრაცია RS.ge-ზე☑ საგადასახადო რეჟიმის შერჩევა☑ ვირტუალური ზონის სტატუსის განხილვა ბანკი და ოპერაციები: ☑ საბანკო ანგარიშის გახსნა☑ ბუღალტრული აღრიცხვა☑ ელექტრონული ხელმოწერა ინფრასტრუქტურა: ☑ ოფისის ან სამუშაო სივრცის შერჩევა☑ ინტერნეტი და კომუნიკაციები☑ გუნდური მუშაობის პლატფორმები დასკვნა საქართველო დღეს გთავაზობთ ტექნოლოგიური ბიზნესის დაწყების მარტივ, იურიდიულად გამჭვირვალე და არაბიუროკრატრიულ მოდელს. ერთ სამუშაო დღეში შესაძლებელია კომპანიის რეგისტრაცია, რამდენიმე დღეში საბანკო ანგარიშის გახსნა, ხოლო მოქნილი საგადასახადო სისტემა და ციფრული სერვისები ქმნის პირობებს, რომ IT კომპანიებმა სწრაფად დაიწყონ ოპერაციები და მარტივად გაუშვან პროდუქტი გლობალურ ბაზარზე.
საქართველო: აღმოსავლეთისა და დასავლეთის ახალი ტექნოლოგიური გზაჯვარედინი

როგორ ყალიბდება საქართველო გლობალური ინოვაციების, ბიზნესისა და სამუშაო ძალის შეხვედრის წერტილად. შესავალი საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდებოდა აზიური და ევროპული ინოვაცია. სწორედ აქ გადიოდა აბრეშუმის გზა, რომელიც აკავშირებდა კონტინენტებს. დღეს ეს ისტორიული გზაჯვარედინი იღებს ახალ მნიშვნელობას. სტრატეგიული მდებარეობა ევროპისა და აზიის გასაყართან, ეკონომიკური რეფორმების შედეგი და ციფრული ტრანსფორმაციის ტემპი ქმნის უნიკალურ გარემოს, სადაც საერთაშორისო კომპანიებს შეუძლიათ ოპერაციების სწრაფად დაწყება, გუნდის აყვანა და რეგიონული ბაზრების ათვისება. ბოლო ათწლეულში საქართველომ განავითარა ინფრასტრუქტურა, გაამარტივა იურიდიული და საგადასახადო სისტემა და შექმნა პირობები, სადაც ტექნოლოგიური იდეები შეიძლება სწრაფად გადაიქცეს რეალურ ბიზნესად. სწორედ ამიტომ დღეს ქვეყანა აღიქმება როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ახალი ტექნოლოგიური გზაჯვარედინი. გეოსტრატეგიული მდებარეობა და რეგიონული წვდომა საქართველო მდებარეობს ევროპასა და აზიას შორის და ფლობს პირდაპირ წვდომას როგორც შავი ზღვის ბაზარზე, ასევე სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო დერეფნებზე. ეს პოზიცია აძლევს ქვეყანას საშუალებას იყოს ბუნებრივი კარიბჭე დასავლეთისა და აღმოსავლეთის ბაზრებს შორის. ტრანსკასპიური / შიდა დერეფანი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ტრანსპორტულ პროექტად აღიქმება Trans-Caspian International Transport Route (Middle Corridor), რომელიც ასაერთებს ჩინეთის, ცენტრალური აზიის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის და ევროკავშირის ბაზრებს. 2024 წელს, აღნიშნულ დერეფანზე გადაზიდული ტვირთების მოცულობა შეადგენდა დაახლოებით 4.5 მილიონ ტონას, რაც წინა წელთან შედარებით 62 %-იანი ზრდა იყო. მსოფლიო ბანკის კვლევით, ამ დერეფნის განვითარების პოლიტიკამ და ინფრასტრუქტურულმა ინვესტიციებმა შეიძლება დერეფნის ტვირთები 2030 წლისთვის სამჯერ გაზარდოს და გადაადგილების დრო ნახევრამდე შეამციროს. ერთ-ერთი მთავარი გზა რომლითაც ტვირთები გადადიან არის Baku–Tbilisi–Kars (BTK) რკინიგზა, რომელიც 2017 წლიდან აქტიურად მოქმედებს და აძლიერებს დერეფნის ეფექტურობას. საქართველო ამ დერეფანში ასრულებს სტრატეგიულ ფუნქციას, როგორც ტრანზიტისა და ლოგისტიკის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების სწრაფ და უსაფრთხო გადაადგილებას აზიასა და ევროპას შორის. შავი ზღვის პორტები, რკინიგზის ქსელი და განახლებადი საგზაო ინფრასტრუქტურა ქმნის სრულყოფილ სისტემას ტრანზიტული გადაზიდვებისთვის. შავი ზღვის პორტები და წვდომა სრუტეებით საქართველოში მოქმედი შავი ზღვის პორტები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაწილს რეგიონული და საერთაშორისო ლოგისტიკური ქსელის, რომელიც აკავშირებს ევროპისა და აზიის ბაზრებს. ფოთის პორტი ერთ-ერთი სტრატეგიული პორტია, რომელიც ინტეგრირებულია TRACECA კორპორირებულ დერეფნებთან. ის უზრუნველყოფს ტვირთების გადმოტვირთვას, საზღვაო ტრანსპორტს და რკინიგზის კავშირს შიდა ზოლებთან (შიდა დერეფნის კომპონენტი). სტაბილური ეკონომიკა და ბიზნესის სიმარტივე საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ხასიათდება მაღალი ბიზნესის თავისუფლებითა და მარტივი საგადასახადო სტრუქტურით, რაც ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ქვეყანა მუდმივად შედის პირველ ოცეულში „Ease of Doing Business“ რეიტინგში. ბიზნესის რეგისტრაცია საშუალოდ ერთ სამუშაო დღეს მოითხოვს, ხოლო საკუთრების რეგისტრაცია სრულად ციფრულია. საგადასახადო კოდექსის ე.წ. „ესტონური მოდელი“ ითვალისწინებს მოგების დაბეგვრას მოგების განაწილებისას. რეინვესტირებული მოგება არ იბეგრება. დივიდენდებზე გადასახადი 5 პროცენტია. სხვა სარგებელი მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსს, რომლის ფარგლებში ბრუნვის 1 პროცენტის გადახდა საკმარისია წლიური ზღვრის ფარგლებში (500 000 ლარი). ციფრული ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიური ეკოსისტემა ქვეყნის ელექტრონული მმართველობის ინფრასტრუქტურა გამორჩეულად განვითარდა ბოლო ათწლეულში. ერთიანი პორტალი My.gov.ge აერთიანებს მოქალაქეთა და ბიზნესებისთვის განკუთვნილ სახელმწიფო სერვისებს და საშუალებას იძლევა, სამართლებრივი და ადმინისტრაციული პროცედურების უმრავლესობა დისტანციურად შესრულდეს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, პორტალზე ხელმისაწვდომია დაახლოებით 700 ტრანზაქციული სერვისი, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს მოქალაქეებსა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაციას და ამცირებს ბიუროკრატიულ პროცესებს. იუსტიციის სახლისა და საჯარო რეესტრის პლატფორმები უზრუნველყოფენ ბიზნესის და იურიდიული პროცედურების დისტანციურ მართვას. საქართველო გამოირჩევა ინტერნეტის სტაბილურობითა და სერვისების მზარდი ხარისხით. ქვეყნის ფიქსირებული ქსელების საშუალო სიჩქარე აღწევს დაახლოებით 40.5 Mbps-ს, ხოლო წამყვანი პროვაიდერების მაჩვენებელი ზოგიერთ შემთხვევაში აღემატება 137 Mbps-ს. მობილურ ქსელებში მედიანური ჩამოსატვირთი სიჩქარე შეადგენს დაახლოებით 38 Mbps-ს, რაც რეგიონული სტანდარტებით მაღალი მაჩვენებელია და უზრუნველყოფს სწრაფ კომუნიკაციას, დისტანციურ სამუშაოსა და ციფრული სერვისების უწყვეტ ხელმისაწვდომობას. ენერგოსისტემის სტაბილურობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას. ენერგეტიკული სექტორი ბოლო წლებში განიცდის სტრუქტურულ განვითარებას, ხორციელდება მასშტაბური საინვესტიციო პროექტები ელექტროენერგიის გადამცემი ხაზებისა და სადგურების მოდერნიზაციის მიმართულებით. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) მიხედვით, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის სისტემების საიმედოობა საქართველოში ყოველწლიურად უმჯობესდება, ხოლო დისტრიბუციის კომპანიები განაგრძობენ ინფრასტრუქტურის განახლებასა და დანაკარგების შემცირებას. GNERC-ის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში მიმდინარეობს მომსახურების ხარისხის მონიტორინგისა და უწყვეტობის გაზრდის პროგრამები, რაც ენერგოსექტორს უფრო პროგნოზირებადსა და ინვესტორებისთვის სტაბილურს ხდის. ადამიანური კაპიტალი და ტექნოლოგიური ტალანტი საქართველოს აქვს მზარდი ტექნოლოგიური ადამიანური კაპიტალი. ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორში, რომელიც მოიცავს IT მომსახურებებსაც, ბოლო წლებში დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ზრდა. 2021 წელს სექტორში დასაქმებული იყო დაახლოებით 30 600 ადამიანი, 2022 წელს ეს მაჩვენებელი გაიზარდა 39 000-მდე, ხოლო 2024 წლის ბოლოს მიაღწია დაახლოებით 48 000-ს, რაც ასახავს ტექნოლოგიური პროფესიონალების მზარდ მოთხოვნასა და სექტორის დინამიურ განვითარებას. ამასთანავე, საქართველოს მთავრობა და კერძო სექტორი აქტიურადაა ჩართული პროფესიული გადამზადებისა და ტექნოლოგიური განათლების პროგრამებში, რაც უზრუნველყოფს IT სფეროში ადამიანური რესურსის მდგრად ზრდას. მხოლოდ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) უკვე 12 000-ზე მეტი IT სპეციალისტი ჰყავს გადამზადებული, რაც წარმოადგენს ქვეყნის ტექნოლოგიური კაპიტალის განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს. ტექნიკური უნარების გარდა, საქართველოს სამუშაო კულტურა ორიენტირებულია მოქნილობასა და გუნდურ თანამშრომლობაზე. ინგლისური ენის ცოდნა ფართოდ გავრცელებულია ახალგაზრდებში, რაც ამარტივებს ადგილობრივი კადრების დასაქმებას გლობალურ კომპანიებში და თანამშრომლობას უცხოელ კოლეგებთან. საქართველო, როგორც ტექნოლოგიური გზაჯვარედინი საქართველო იძენს ახალ როლს რეგიონულ და გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე. სტრატეგიული მდებარეობა, განვითარებული სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ეკონომიკური სტაბილურობა და მოქნილი საგადასახადო პოლიტიკა ქმნის გარემოს, სადაც საერთაშორისო კომპანიებს შეუძლიათ ოპერაციების სწრაფად დაწყება და რეგიონული ბაზრების ათვისება.ციფრული მმართველობის განვითარებული სისტემა, ონლაინ სერვისების ხელმისაწვდომობა და საიმედო ინტერნეტ ინფრასტრუქტურა აძლიერებს ქვეყნის ტექნოლოგიურ მზაობას. ამასთან, პროფესიული განათლებისა და ადამიანური კაპიტალის მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები ქმნის საფუძველს ინოვაციური ეკოსისტემის მდგრადი ზრდისთვის. საქართველო აღარ არის მხოლოდ სატრანზიტო ტერიტორია აზიასა და ევროპას შორის. ის გარდაიქმნება ტექნოლოგიურ გზაჯვარედინად, სადაც დასავლეთის სტანდარტები და აღმოსავლეთის ინოვაციური სიჩქარე ქმნის ახალ შესაძლებლობებს საერთაშორისო კომპანიებისა და ინვესტორებისთვის.
საგადასახადო და ფინანსური უპირატესობები IT კომპანიებისთვის საქართველოში

გაეცანი საქართველოში IT კომპანიებისთვის არსებულ საგადასახადო და ფინანსურ უპირატესობებს, რომლებიც ხელს უწყობს მარტივი და ეფექტური ბიზნესგარემოს შექმნას. საქართველო საერთაშორისო ინვესტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ საგადასახადო გარემოს ქმნის რეგიონში. მარტივი და პროგნოზირებადი საგადასახადო სისტემა, დაბალი გადასახადები და ინოვაციური მოდელები უზრუნველყოფს იმ პირობებს, რომლებიც IT კომპანიებს საშუალებას აძლევს ოპერაციები დაიწყონ მინიმალური ბიუროკრატიითა და მაქსიმალური ეფექტიანობით. 1. მოგების გადასახადის ესტონური მოდელი (0% რეინვესტირებულ მოგებაზე) საქართველოს საგადასახადო კოდექსი ეფუძნება ე.წ. ესტონურ მოდელს, რომლის მიხედვითაც მოგების გადასახადით ვრცელდება დაბეგვრის ობიექტიაიბეგრება მხოლოდ მოგების განაწილება დივიდენდების განაწილებისას. ეს ნიშნავს, რომ შესაბამისად, თუსანამ კომპანია ახდენს მოგების რეინვესტირებასბს მოგებას, ანუ იყენებს მას მაგსაქმიანობის გაფართოებისთვის,ამავე კომპანიაში ტექნოლოგიების შესაძენად ან თანამშრომელთა დასაქმებისთვის, მოგების გადასახადით დაბგვერა არ ხდება. ს გადახდა არ არის საჭირო. პრაქტიკული სარგებელი: საგადასახადო განაკვეთი: 2. დივიდენდებზე დაბეგვრა მხოლოდ 5% დივიდენდების განაწილებისას კომპანიას ეძლევა დამატებითი უპირატესობა, დაბალი, 5%-იანი გადასახადის განაკვეთი. დივიდენდი იბეგრება 5%-იანი საშემოსავლო გადასახადით. ეს განაკვეთი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპისა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, რაც ზრდის საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას, განსაკუთრებით ტექნოლოგიური ბიზნესებისათვის. მაგალითი:თუ IT კომპანიამ მოიპოვა 100,000 ლარის მოგება და გადაწყვიტა მისი განაწილება, მხოლოდ 5,000 ლარი დაეკისრება დივიდენდების გადასახადის სახით, ხოლო დარჩენილი თანხა სრულად გადაინაწილებს მეწილეებზე. 3. მცირე ბიზნესის სტატუსი 1% ბრუნვიდან პატარა და საშუალო IT კომპანიებისთვის ხელმისაწვდომია „მცირე ბიზნესის სტატუსი“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და დაბალტარიფიანი საგადასახადო რეჟიმია რეგიონში. ძირითადი პირობები: ეს მოდელი განსაკუთრებით მიმზიდველია ფრილანსერებისთვის, მცირე სტარტაპებისა და საწყის ეტაპზე მყოფი ტექნოლოგიური გუნდებისთვის, რომლებიც ოპერაციებს აწარმოებენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კლიენტებთან. 4. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებები (DTA) საქართველო აქტიურად თანამშრომლობს მრავალ ქვეყანასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან ასაცილებლად. ამჟამად ქვეყანას გაფორმებული აქვს 60-ზე მეტი ორმხრივი საგადასახადო ხელშეკრულება, მათ შორის ევროკავშირის სახელმწიფოებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან, კანადასა და ჩინეთთან. ეს შეთანხმება იცავს უცხოელ ინვესტორებს ორმაგი დაბეგვრის რისკისგან და ამარტივებენ დივიდენდების, პროცენტებისა და ლიცენზიის გადასახადების მართვას. 5. დამატებითი ფინანსური და ოპერაციული უპირატესობები შეჯამება საქართველოს საგადასახადო მოდელი გთავაზობთ გამჭვირვალე, პროგნოზირებად და ინოვაციურ გარემოს ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. ნულოვანი დაბეგვრა რეინვესტირებულ მოგებაზე, დაბალი გადასახადი დივიდენდებზე, მცირე ბიზნესის 1%-იანი რეჟიმი და ორმაგი დაბეგვრისგან დაცვა ქმნის ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტულ საინვესტიციო ეკოსისტემას რეგიონში, განსაკუთრებით IT სექტორისთვის, სადაც მოქნილობა და ფინანსური სტაბილურობა გადამწყვეტია სწრაფი ზრდისთვის.