მოიპოვე სახელმწიფო დაფინანსება და გახდი მოთხოვნადი IT სპეციალისტი
9.27.2023

სასწავლო გრანტის მისაღებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია ვებ-პორტალზე doit.gov.ge, აირჩიოთ სასურველი ტრენინგ-კურსები (არაუმეტეს 5 კურსისა), დაალაგოთ პრიორიტეტულობის მიხედვით (პირველი უნდა იყოს ის კურსი, რომელზეც ყველაზე მეტად გსურთ მოხვედრა), ჩააბაროთ შესაბამისი გამოცდა, რომელიც შედგენილია საერთაშორისო კომპანია TestGorilla-ს მიერ და მოხვდეთ საუკეთესოებს შორის.

პორტალზე ხელმისაწვდომია კურსები დიზაინის, მართვისა და პროგრამირების მიმართულებით. თითოეული მათგანი მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას:

დიზაინი: 
გრაფიკული დიზაინი (Photoshop, Illustrator)UX/UI დიზაინი;

ართვა: IT პროექტების მართვა Agile (Scrum, Kanban)ხარისხის მართვა (QA);

პროგრამირებაHTML, CSS, Javascript + Framework (Angular / React)C# + .NetJava + Spring, HTML, CSS, Python + Framewokrs

თუ თქვენ არჩეული გაქვთ სამივე მიმართულების კურსი (დიზაინი, პროგრამირება და მართვა), მაშინ  უნდა დაწეროთ სამივე გამოცდა.  გამოცდის შედეგების მიხედვით 1000 საუკეთესო რეიტინგის მქონე სტუდენტი ჩაირიცხება მისთვის სასურველი კურსებიდან ერთ-ერთზე, სარეიტინგო ქულის მიხედვით.

ერთერტაპიანი კურსისთვის გრანტის მოცულობა არის არაუმეტეს 1000 ლარი, ხოლო ორეტაპიანი კურსისთვის არაუმეტეს 2000 ლარი.  ერთეტაპიანი კურსი გულისხმობს ტრენინგთა სერიას, რომელთა მინიმალური ხანგრძლივობა 42 საათია,  ორეტაპიანი კურსი კი მოიცავს ტრენინგთა სერიას, რომელთა მინიმალური ხანგრძლივობა 84 საათია.

გაეცანით მრავალფეროვან კურსებს ჩვენს პორტალზე და მოიპოვეთ დაფინანსება.

ყველას ნახვა