როგორ დააფუძნოთ IT კომპანია საქართველოში: სრული გზამკვლევი

გაეცანი საქართველოში IT კომპანიის დაფუძნების სრულ გზამკვლევს რეგისტრაციიდან ოპერაციული მზადყოფნამდე

საქართველო დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ბიზნესმეგობრულ ქვეყანას რეგიონში, სადაც ტექნოლოგიური კომპანიების რეგისტრაცია მარტივია, პროცედურები გამჭვირვალე, ხოლო საგადასახადო გარემო მოქნილი.
სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ სრულ პრაქტიკულ გზამკვლევს, რომელშიც განხილულია როგორ დააფუძნოთ IT კომპანია საქართველოში, რა დოკუმენტებია საჭირო და როგორ მოამზადოთ ინფრასტრუქტურა ოპერაციების დასაწყებად.

I. რეგისტრაციის ეტაპი

შესავალი
კომპანიის დაფუძნების პროცესი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მარტივია მსოფლიოში,  რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ ან იუსტიციის სახლის ფილიალში და საშუალოდ მხოლოდ 1 სამუშაო დღეს მოითხოვს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო მუდმივად შედის პირველ ოცეულში „Ease of Doing Business“ რეიტინგში, რაც ხაზს უსვამს ქვეყნის ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოსა და გამჭვირვალე რეგულაციებს.

ნაბიჯი 1: აირჩიეთ იურიდიული ფორმა

საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს 5 ტიპის ორგანიზაციულ ფორმას კომერციული იურიდიული პირებისთვის (სპს, კს, შპს, სს, კოოპ.) ამასთან, ყველაზე გავრცელებული ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს / LLC), რაც განპირობებულია ორგანიზაციული ფორმის მოქნილობით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეწარმეო კანონმდებლობა წარმოადგენს ევროკავშირის კომპანიათა კანონმდებლობის ტრანსპოზიციას, რაც განხორციელდა ევროკავშირთან ასოცირების 2014 წლის შეთანხმების ფარგლებში კანონმდებლობის დაახლოების პროცესის შედეგად.   

შპს-ს შემთხვევაში, ძირითადი მახასიათებლებია:

ნაბიჯი 2: მოამზადეთ საჭირო დოკუმენტები

 სარეგისტრაციო მონაცემები: 

სადამფუძნებლო დოკუმენტები

რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ პორტალზე my.gov.ge ან პირადად იუსტიციის სახლის სამეწამეო რეესტრში. სტანდარტული ვადით -1 სამუშაო დღე, ხოლო დაჩქარებული მომსახურებით -იმავე დღეს. უნდა აღინიშნოს, რომ სადამფუძნებლო დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმება არ არის სავალდებულო, რადგან აღნიშნული დოკუმენტების დამოწმება შესაძლებელია უშუალოდ რეგისტრაციის დროს იუსტიციის სახლის სამეწარმეო რეესტრში.  ამასთან, დამოწმება საერთოდ არაა საჭირო,  თუ დოკუმენტზე ხელმოწერა შესრულებულია ელექტრონულად, “ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. 

შემდეგ, კომპანიამ უნდა გაიაროს რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურის  პორტალზე-rs.ge.

დაბეგვრის მოდელები IT ბიზნესებისთვის:

სტანდარტული დაბეგვრის რეჟიმი: 

მოგების გადასახადის 15%-ინი განაკვეთი, მოქმედებს ე.წ. ესტონური მოდელი – იბეგრება მოგების განაწილება.

სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი:

ხელშემწყობი მექანიზმები: 

ამ სტატუსის მქონე კომპანიის მიერ წინა დინანსურ დაგროვილი წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემთხვევაში, მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა შესაძელებლია შემცირდეს მიერ იმავე ფინანსურ წელს კვლევისა და განვითარებისთვის (RnD)   გაწეული ხარჯების სამმაგი ოდენობით, რითაც პროპორციულად შემცირდება მოგების გადასახდით ის მიერ  გადასახდელი თანხა. 


☑ RS.ge-ზე რეგისტრაცია (დასაქმებულთა რეგისტრაცია RS.ge სისტემაში)
☑ სპეციალური დაბეგვრის შემთხვევაში – შესაბამისი სტატუსის მოპოვება
☑ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის დანერგვა

III. საბანკო ანგარიშის გახსნა

კომპანიის რეგისტრაციის შემდეგ აუცილებელია საბანკო ანგარიშის გახსნა, რაც საქართველოში მარტივად ხდება და უცხოელი დამფუძნებლებისთვისაც ხელმისაწვდომია.

საჭირო დოკუმენტები და მასალები:

საშუალო გახსნის დრო: 1–3 სამუშაო დღე
პოპულარული ბანკები: TBC Bank, Bank of Georgia, Liberty Bank, Credo

IV. ოფისის ან სამუშაო სივრცის შერჩევა

IT კომპანიებისთვის საქართველოში ხელმისაწვდომია როგორც ტრადიციული საოფისე ფართები, ისე თანამედროვე საერთო სამუშაო სივრცეები.

პრემიუმ-დონის ოფისები განლაგებულია ქალაქის ცენტრალურ უბნებში, გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურით, ენერგოეფექტური სისტემებითა და სრული ადმინისტრაციული მომსახურებით. საშუალო დონის ოფისები ოპტიმალური გადაწყვეტილებაა მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის. ისინი უზრუნველყოფენ საჭირო ინფრასტრუქტურას უფრო ხელმისაწვდომ ფასად.  საერთო სამუშაო სივრცეები მოქნილი პირობების გამო განსაკუთრებით პოპულარულია ტექნოლოგიურ სტარტაპებს შორის.

V. საბოლოო ეტაპი, ოპერაციული მზადყოფნა

რეგისტრაციისა და საბანკო ანგარიშის შემდეგ კომპანიამ უნდა უზრუნველყოს:

მოკლე მიმოხილვა

დაფუძნება:

საგადასახადო:
☑ რეგისტრაცია RS.ge-ზე
☑ საგადასახადო რეჟიმის შერჩევა
☑ ვირტუალური ზონის სტატუსის განხილვა

ბანკი და ოპერაციები:
☑ საბანკო ანგარიშის გახსნა
☑ ბუღალტრული აღრიცხვა
☑ ელექტრონული ხელმოწერა

ინფრასტრუქტურა:
☑ ოფისის ან სამუშაო სივრცის შერჩევა
☑ ინტერნეტი და კომუნიკაციები
☑ გუნდური მუშაობის პლატფორმები

დასკვნა

საქართველო დღეს გთავაზობთ ტექნოლოგიური ბიზნესის დაწყების მარტივ, იურიდიულად გამჭვირვალე და არაბიუროკრატრიულ მოდელს. ერთ სამუშაო დღეში შესაძლებელია კომპანიის რეგისტრაცია, რამდენიმე დღეში საბანკო ანგარიშის გახსნა, ხოლო მოქნილი საგადასახადო სისტემა და ციფრული სერვისები ქმნის პირობებს, რომ IT კომპანიებმა სწრაფად დაიწყონ ოპერაციები და მარტივად გაუშვან პროდუქტი გლობალურ ბაზარზე.